საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სახაზინო სამსახური

image
logo

კრიტერიუმები

სახაზინო სამსახური
კრიტერიუმები

11 მარტი, 2014

პრიორიტეტების კომისიის მიერ მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პროგრამების განხილვა
 
კომისია განიხილავს სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს და ახდენს მათ რანგირებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 

 

კრიტერიუმი

ქულა

1

პრიორიტეტის/პროგრამის შესაბამისობა / მთავრობის კომპეტენციასთანმანდატთან

1-დან 5 ქულამდე

2

/რესპუბლიკის მიმდინარე ამოცანებთან (გამოწვევებთანშესაბამისობააქტუალობა 

(სოციალურიეკონომიკურიგანათლებისეკოლოგიურიმეცნიერების და .)

1-დან 5 ქულამდე

3

ეკონომიკური სარგებელი (უკუგება)

1- დან 3 ქულამდე

4

პროგრამის ხანგძლივობა (მრავალწლიანობა)

1-დან-2 ქულამდე

5

პროგრამის (ხელისუფლების სხვა ორგანოსდონორი ორგანზიაციისთანადაფინანსების წილი

1-დან 5 ქულამდე

6

პროგრამის მოსალოდნელი შედეგების მიუღწევლობის რისკი

1-დან 10 ქულამდე

7

პროგრამის გასული წლის შედეგი

1-დან 10 ქულამდე

8

პროგრამის მოსალოდნელი შედეგების მდგრადობა (დაფინანსების შეწყვეტისარ გაგრძელების შემთხვევაში)

1-დან 10 ქულამდე

 

სულპროგრამის ქულა

(მინიმალური 0,

 მაქსიმალური 50)

პროგრამების რანგირება ხდება პრიორიტეტების კომისიის თითოეული წევრის მიერ და შემდეგ გამოიყვანება საშუალო შეწონილი ქულა.
კომისიის წევრების მიერ პროგრამების შეფასებამდე ხდება კომისიის წევრებისთვის პროგრამის განმახორციელებელი უწყების მიერ პროგრამის პრეზენტაცია.
 
პრეზენტაციის შემდგომ იმართება კომისიის წევრების, მოწვეული სპეციალისტების და დაინტერესებული მხარეების საუბარი, კამათი იმის თაობაზე თუ რამდენად მიზანშეწონილია და გათვლილია ესა თუ ის პროგრამა.
ის პროგრამები, რომელიც ვერ დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას, ჩაითვლება დაწუნებულად.
 
პროგრამები, რომლებიც დააგროვებენ 20-დან 50 ქულას წარედგინება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტების დოკუმენტში გასათვალისწინებლად.
პრიორიტეტების კომისიის მიერ სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებების პრიორიტეტების და პროგრამების განხილვა ხდება 10-დან 20 მაისამდე.