Treasury
.webp)
en_პრიორიტეტების კომისიის სხდომების კალენდარი
01 მაისი, 2014
კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ ოთხჯერ წელიწადში:
• მხარჯავი დაწესებულების მიერ გასულ წელს განხორციელებული პროგრამების ანგარიშის განხილვის და დასკვნის მომზადების მიზნით (15-20 თებერვალი)
.პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტით მხარჯავი დაწესებულების მიერ განსახორციელებელი პროგრამების შერჩევის მიზნით (10-20 მაისი)
.მხარჯავი დაწესებულებების მიერ მიმდინარე წლის განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების 6 თვის ანგარიშის განხილვის და დასკვნის მომზადების მიზნით (10-20 ივლისი)
.მხარჯავი დაწესებულებების მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების 9 თვის ანგარიშის განხილვისა და მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრების თაობაზე დასკვნის მომზადების მიზნით (10-20 ოქტომბერი)
პრიორიტეტების კომისია შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშედ და იმსჯელოს მთავრობის ან სამინისტროს/საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ინიცირებულ ახალ პროგრამებზე ან არსებული პროგრამების მოდიფიკაციაზე. პრიორიტეტების კომისია საკუთარ დასკვნას/რეკომენდაციას ახალ ინიცირებულ პროგრამაზე წარუდგენს მთავრობას.