საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Treasury

image
logo

en_პრიორიტეტების კომისიის სხდომების კალენდარი

Treasury
en_პრიორიტეტების კომისიის სხდომების კალენდარი

01 მაისი, 2014

კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვ­ნის საფუძველზე. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ ოთხჯერ  წელიწა­დში:

 

• მხარჯავი დაწესებულების მიერ გასულ წელს განხორციელებული პროგრამების ანგარიშის განხილვის და დასკვნის მომზადების მიზნით (15-20 თებერვალი)

.პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტით მხარჯავი დაწესებულების მიერ განსახორციელებელი პროგრამების შერჩევის მიზნით (10-20 მაისი)

.მხარჯავი დაწესებულებების მიერ მიმდინარე წლის განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების 6 თვის ანგარიშის განხილვის და დასკვნის მომზადების მიზნით (10-20 ივლისი)

.მხარჯავი დაწესებულებების მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების 9 თვის ანგარიშის განხილვისა და მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრების თაობაზე დასკვნის მომზადების მიზნით (10-20 ოქტომბერი)

 

პრიორიტეტების კომისია შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშედ და იმსჯელოს მთავრობის ან სამინისტროს/საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ინიცირებულ ახალ პროგრამებზე ან არსებული პროგრამების მოდიფიკაციაზე. პრიორიტეტების კომისია საკუთარ დასკვნას/რეკომენდაციას ახალ ინიცირებულ პროგრამაზე წარუდგენს მთავრობას.